03 ოქტომბერი 2024,   13:11
ვრცლად
დაიტბორება თუ არა რაჭა?

ამბროლაურის რაიონის სოფელ ჭრებალოში შეკრებილები მდინარე რიონსა და შარეულას შესართავთან ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. 

სოფელ ჭრებალოში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციას მოქალაქეები თბილისიდანაც  შეუერთდნენ. 

აქციის მონაწილეები გამოთქვამენ შიშს, რომ ჰესის მშენებლობას სოფლების დატბორვა, მოსახლეობის გადასახლება, უნიკალური ვაზის ჯიშის - ხვანჭკარას განადგურება და რაჭის კლიმატის ცვლილება მოჰყვება.

ადგილობრივების თქმით, ჰესის მშენებლობის შესახებ ისინი ინფორმირებულები არ ყოფილან.

ენერგეტიკის მიინსტრისა და მისი მოადგილის განცხადებების მიუხედავად, რომ ჯერ თითქოსდა პროექტი არ არსებობს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე აწარმოებს გარკვეულ სამუშაოებს. 

აქციას საზოგადოების ცნობილი სახეებიც შეუერთდნენ.

"ერთი ის ეყოფათ, რაც ააფეთქეს და წყალს ნუ გაატანენ, რაც დარჩა," - აცხადებს მომღერალი რობი კუხიანიძე.

შარეულას შესართავთან ჰესის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ენერგეტიკის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი და ამ ტენდერში თურქულმა კომპანიამ გაიმარჯვა. 

სოფელ ჭრებალოში საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები