03 ოქტომბერი 2024,   13:07
ვრცლად
დაასაფლავებენ თუ არა ალექსანდრე გრიგოლაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე

გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი ალექსანდრე გრიგოლაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე უნდა დაიკრძალოს,  - ამ მოთხოვნით  ხელისუფლებას  ”ნაციონალური მოძრაობა” მიმართავს და გარდაცვლილი მებრძოლის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა გვერდით დაკრძალვისკენ მოუწოდებს. 

როგორც პარლამენტის ფრაქცია «ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - რეგიონების" თავმჯდომარე, ტარიელ ლონდარიძე, ამბობს ალექსანდრე გრიგოლაშვილი იმ მებრძოლებთან ერთად უნდა დაიკრძალოს, რომლებიც მასთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომში იბრძოდნენ.

"მივმართო საქართველოს ხელისუფლებას, კერძოდ, თავდაცვის მინისტრს, რომ ქართველი ჯარისკაცი, რომელიც გმირულად შეეწირა თავისუფლებას, დაკრძალული იქნას სამხედრო ღირსებით. იმ მეგობრებთან ერთად, იმ მებრძოლებთან ერთად დასაფლავდეს, რომლებიც 2008 წელს ომში მასთან ერთად იბრძოდნენ," - აცხადებს ტარიელ ლონდარიძე.

ხელისუფლების პასუხი ჯერჯერობით უცნობია.

ალექსანდრე გრიგოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი უკრაინაში უკვე გაიმართა.  მისი ცხედარი ამ დროისთვის უკვე კიევის აეროპორტშია გადასვენებული. თბილისში ამაღამ ჩამოასვენებენ.   

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები