03 ოქტომბერი 2024,   13:16
ვრცლად
„უკრაინაში უფრო მეტი ქართველი სამხედრო ჩამოვა," - მამუკა მამულაშვილი

„მე დავკარგე ორი ძალიან ახლო მეგობარი, სერგეი და ალექსანდრე. ისინი ჩემთვის ძალიან ახლო ადამიანები იყვნენ. მინდა, დავემშვიდობო მათ. ისინი დაგვაკლდებიან, მაგრამ ჩვენ განვაგრძობთ იმ საქმეს, რასაც უკრაინის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ჰქვია,“- განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.

"ქართული ლეგიონის" მეთაური აცხადებს, რომ უკრაინაში უახლოეს პერიოდში უფრო მეტი ქართველი სამხედრო ჩავა და დახმარებას გაუწევს უკრაინულ არმიას.

„სერგეი იყო კარგი მებრძოლი, სამხედრო. შემიძლია, ვთქვა, რომ ის ერთ-ერთი წარჩინებული უკრაინელი სამხედრო იყო. მე მინდა, გითხრათ, რომ კიევში ჩამოვა უფრო მეტი ქართველი სამხედრო, ვიდრე ახლა არის აქ წარმოდგენილი. ჩვენ გვყავს საერთო მტერი რუსეთი,“- განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები