03 ოქტომბერი 2024,   13:11
ვრცლად
პოლიციამ საყდრისის მცველებს კარვის გაშლის უფლება არ მისცა

უკვე 3 დღეა მანანა ორბელიანი თბილისში პარლამენტის შენობის წინ შიმშილობს. ის საყდრისის საბადოს აფეთქებასა და ტერიტორიაზე ამჟამად მიმდინარე სამუშაოებს აპროტესტებს.

საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრებმა გასულ ღამეს მოშიმშილესთვის კარვის გაშლა სცადეს. თუმცა ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი მივიდა და აქციის მონაწილეებს ამის უფლება არ მისცა. მიზეზად კი პარლამენტის შენობის საახალწლო იერსახის დაზიანება დაასახელა.

აქციის მონაწილეების თქმით, ტერიტორიაზე სახელმწიფო ნომრებით მანქანები გადაადგილდებიან და სამართალდამცველებს მითითებებს აძლევენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები