03 ოქტომბერი 2024,   13:10
ვრცლად
მინისტრის გადადგომის მოთხოვნა და შეურაცხყოფილი მოქალაქეები

"ოკუპანტებთან თანამშრომლობა დანაშაულია, ნუ ჩაყვებით რუსეთს საფლავში, გადადგეს მინისტრი," - ამ და სხვა შინაარსის ტრანსფარანტებით თავდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები მინდია ჯანელიძისგან ბოდიშის მოხდას და მის გადადგომას მოითხოვდნენ.

სამინისტროს განცხადებას უწყებასთან ვეტერანები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და უბრალო მოქალაქეები აპროტესტებდნენ.

ვეტერანი არჩილ ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ არცერთი თავდაცვის მინისტრი ასეთ განცხადებას არ გააკეთებდა.

„ასე არ შეიძლება ადამიანის დამცირება და სულში ჩაფურთხება“-განაცხადა ხაჭაპურიძემ, რომელმაც პროტესტის ნიშნად აქციაზე ვეტერანის მოწმობა დაწვა.

აქციის კიდევე ერთმა მონაწილემ არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი ვაჭარაძემ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს ამ განცხადებით ქვეყანა რჩება მოკავშირეებისა და მეგობრების გარეშე ცივილიზებულ სამყაროში.

„ჯანელიძეს არ აქვს არანაირი ხედვა ქვეყნის განვითარების კუთხით. უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი,“ - ასე შეაფასა ჟურნალისტმა ირაკლი ტაბლიაშვილმა თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება.  

მომღერალი არჩილ გულედანი კი მოითხოვს, რომ წავიდეს ყველა ვინც მისი თქმით ФСБ-სთან ერთად მუშაობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები