03 ოქტომბერი 2024,   13:15
ვრცლად
საყდრისის შემდეგ კიდევ ერთი უძველესი არქეოლოგიური ტერიტორია განადგურდა

ბულდოზერები ბერი კლდეების ნამოსახლარზე ანადგურებენ ისტორიას, რომელიც თითქმის 6 ათას წელს ითვლის. იქ, სადაც ახლა სამშენებლო ტექნიკა მიწას თხრის, რამდენიმე თვის წინ ყორღანები იყო. ახლა ყველაფერი განადგურებულია, ისტორია წაშლილია, ძველი დიდების გადმონაშთიდან კი მხოლოდ კვალი დარჩა.

განგაში არქეოლოგმა იულონ გაგოშიძემ ატეხა, ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიმართა, სადაც დაამშვიდეს და უთხრეს, რომ სამუშაოები შეჩერდებოდა, მაგრამ ახლა აღმოჩნდა, რომ სააგენტოც და გაგოშიძეც მშენებლებმა მოატყუეს.

იულონ გაგოშიძე აცხადებს, რომ ბერი კლდებიის დანგრევა საყდრისის დანგრევის ტოლფასია. პოსტსკრიპტუმის მიერ გადაღების დროს შემთხვევით აღმოჩენული ნივთები სპეციალისტების თქმით, შუა ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება და  დაახლოებით 6 ათასი წლის წინანადელი ჭურჭელია.

არქეოლოგები იმასაც ამბობენ, რომ არტეფაქტები ბერი კლდეების ტერიტორიაზე მესოპოტამიური ფესვების მქონე ადამიანების ცხოვრებაზე მიუთითებს.

პოსტ სკრიპტუმის მიერ გადაღებული კადრების შემდეგ, განგაში კულტურის სამინისტროშიც და ძელგთა დაცვის სააენტოშიც გამოცხადდა, შემთხვეის ადგილზე სააგენტოს არქეოლოგები ჩავიდნენ და დაასკვენს, რომ მდგომარეობა ნამდვილად კატასტროფულია.

დღის ამბები