03 ოქტომბერი 2024,   13:13
ვრცლად
საყდრისის დაცვის კომიტეტი დღეს კულტურის სამინისტროს პიკეტირებას გეგმავს

საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები დღეს მასშტაბური აქციის გამართვას კულტურის სამინისტროსთან აპირებენ. იგეგმება შენობის პიკეტირება. გუშინ კი მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია სამი საათი გაგრძელდა. სტუდენტები და საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრები საყდრისში მიმდინარე სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვენ. მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეებმა ულტიმატუმიც წამოაყენეს. იმ შემთხვევაში, თუ დღეს, საღამოს 6 საათამდე არ იქნება მათი მოთხოვნა დაკმაყოფილებული, ისინი საპროტესტო აქციას უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართავენ. აქციაზე შეკრებილებმა მუსიკალური წარმოდგენაც გამართეს.

დღის ამბები