03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
ელტონ ჯონმა დევიდ ფირნიშთან ოფიციალურად იქორწინა

ელტონ ჯონმა ქორწილის ამსახველი ფოტოები სოციალური ქსელით გაავრცელა. ბრიტანელმა მუსიკოსმა თავის დიდი ხნის პარტნიორზე ოფიციალურად გუშინ იქორწინა.

წყვილმა წვეულება ბერკშირში, უინძორის მამულში გამართა. ცერემონიას არაერთი ცნობილი ადამიანი დაესწრო, მათ შორის დევიდ და ვიქტორია ბეკჰემები.

67 წლის ელტონ ჯონი და 52 წლის დევიდ ფერნიში არაფორმალურ ქორწინებაში 2005 წლიდან იყვნენ. ბრიტანელ მუსიკოსსა და მის პარტნიორს ორი შვილიც ჰყავთ.

ამავე თემაზე
დღის ამბები