03 ოქტომბერი 2024,   13:13
ვრცლად
კოკა ყანდიაშვილი ტელეწამყვანად „მაესტროზე" ბრუნდება.

ტელეკომპანია „მაესტროს" ჟურნალისტები ტოვებენ, პარალელურ რეჟიმში კი ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა საინფორმაციო ბადეს ცვლის. ეთერში აღარ გავა დღის შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება „მაესტრო 9-ზე."

არსებული ინფორმაციით, არხზე დღეს კოკა ყანდიაშვილი შეაჯამებს. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, ყანდიაშვილის გადაცემა ყოველ სამუშაო დღეს 20:00 დან 22:00-მდე იქნება ეთერში. უცნობია გადაცემის სახელი.

"კურიერთან" საუბრისას კოკა ყანდიაშვილმა აღნიშნა, რომ მას ტელეკომპანიის ხელმძღვანელობასთან ზაფხულიდან აქვს მოლაპარაკებები.

"მე ზაფხულის მერე ვგეგმავდი სტუდიის ჩამოყალიბებას და ჩემი შექმნილი პროდუქტის ”მაესტროს” საეთერო ბაზარზე გატანას," - აცხადებს  ყანდიაშვილი.

სწორედ კოკა ყანდიაშვილის „მაესტროში” ტელეწამყვანად მისვლის და ნინო ჟიჟილაშვილის გათავისუფლების გამო დატოვეს ტელეარხი თანამშრომლებმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები