03 ოქტომბერი 2024,   13:09
ვრცლად
"პოსტსკრიპტუმის" სიუჟეტის შემდეგ კულტურის მინისტრმა ქარელში ბერი კლდეების ნამოსახლარი მოინახულა

"პოსტსკრიპტუმში" გასული სიუჟეტის შემდეგ ქარელში ბერი კლდეების ნამოსახლარზე მიმიდინარე სამუშაოებს კულტურის მინისტრი გაეცნო. მიხეილ გიორგაძემ აღნიშნული ტერიტორია დღეს დაათვალიერა.

რამდენად დაზიანებულია არქეოლოგირუი ძეგლი, ამას კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია დაადგენს, რომელიც საქმეში უკვე ჩაერთო. ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები ერთ-ერთმა ცნობილმა კომპანიამ ყოველგვარი ნებართვის და დასკვნის გარეშე დაიწყო. განადგურებულია უნიკალური არქეოლოგიური მასალა და სამარხები.

ამავე თემაზე
დღის ამბები