03 ოქტომბერი 2024,   13:07
ვრცლად
როგორ მოაგვარებს თბილისის მერია საცობების პრობლემას?

დედაქალაქში საცობების პრობლემაზე სპეციალური ჯგუფი იმუშავებს. ჯგუფი მერიაში შეიქმნება. ამის შესახებ დღეს მერიაში გამართულ შეხვედრაზე დავით ნარმანიამ განაცხადა.

როგორ ქალაქის მერი ამბობს, აქამდე დედაქალაქის მთავრობა ინდივიდუალურ რეჟიმში მუშაობდა, მაგრამ შემდეგ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ გაფართოებულ რეჟიმში გაგრძელებულიყო მსჯელობა, "ვინაიდან ყველა უწყების ერთობლივი ჩართვით შეიძლება მივიღოთ შედეგი," - აცხადებს დავით ნარმანია.

პირველი ასეთი შეხვედრა დღეს გაიმართა და მას მერიის საქალაქო სამსახურების, შს სამინისტროს, საკრებულოს წარმომადგენლები და არქიტექტორები ესწრებოდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები