03 ოქტომბერი 2024,   13:15
ვრცლად
რატომ დატოვა ვასიკო ოდიშვილმა ტელეკომპანია "მაესტრო"?

"მაესტრო" ვასიკო ოდიშვილის გუნდმაც დატოვა. როგორც გადაცემა "აბების" წამყვანი ამბობს, მან და მისმა გუნდმა მიიესო გადაწყვეტილება არხი ვადაზე ადრე დატოვონ. ვასიკო ოდიშვილის "ყოველდღიური აბები" დღეიდან "მაესტროზე" აღარ გავა.

ტელემაყურებლებისთვის სპეციალური დასამშვიდობებელი განცხადებაც ტელევიზიის პირდაპირ ეთერში უკვე გავიდა, სადაც ვასიკო ოდიშვილი არხიდან წასვლის მიზეზებს ხსნის. ის ამბობს, რომ რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ინფრომაცია მისი და "ყოველდღიური აბების" გუნდის არხიდან მოსალოდნელი წასვლის შესახებ სიმართლე იყო.

"ჩვენ არხის დატოვებას ვგეგმავდით მიმდინარე წლის 31 დეკემბერს. ანუ, მას შემდეგ, რაც არხის წინაშე აღებულ ყველა ვალდებულებას შევასრულებდით. შექმნილი დელიკატური მდგომარეობიდან გამომდინარე, არხის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს ნაბიჯი გადავდგა დღესვე და დავტოვო არხი," - განაცხადა ვასიკო ოდიშვილმა.

როგორც გადაცემა "ყოველდღიური აბების" წამყვანი ამბობს, ის თავისი გადაცემით ახალ არხზე დაბრუნდება, რომელიც მალე გავა ეთერში და რომელსაც ასევე "აბები" ერქმევა.

ამავე თემაზე
დღის ამბები