03 ოქტომბერი 2024,   13:14
ვრცლად
ხმაურიანი სასამართლო პროცესი „ცენტრ პოინტის” საქმეზე

ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა დღეს, 22 დეკემბერს საქალაქო სასამართლოში „ცენტრ პოინტის” საქმეზე წინა სასამართლო სხდომა. სხდომათა დარბაზთან შეკრებილები იყვნენ კომპანიის მიერ დაზარალებული ოჯახები და საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირები.

დღეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა მოსამართლეს მტკიცებულებათა სია წარუდგინეს. სხდომას ესწრებოდნენ „ცენტრ პოინტის” დამფუძნებლები. მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს გამოძიება თანხების მითვისებას ედავება.

დღის ამბები