03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
"მაესტროს" ყოფილი ჟურნალისტები დღეს საგანგებო განცხადებას გააკეთებენ

ტელეკომპანია „მაესტროს” ყოფილი ჟურნალისტები დღეს, სამ საათზე საგაგებო განცხადების გაკეთებას გეგმავენ. ისინი, სავარაუდოდ, იმ დეტალებზე ილაპარაკებენ, რის გამოც არხის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად „მაესტროზე” კოკა ყანდიაშვილის მისვლა სახელდება. საუბარი უნდა იყოს იმ დოკუმენტზეც, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ ყანდიაშვილი ”მაესტროზე” ნამდვილად იწყებს მუშაობას. ამ დოკუმენტის მოპოვება „კურიერმა" ექსკლუზიურად შეძლო. წერილი მიმდინარე წლის 11 დეკემბრით თარიღდება და ერთ-ერთი უნივერსიტეტისთვისაა განკუთვნილი. მასში "მაესტროს" გენერალური დირექტორი მოუწოდებს უნივერსიტეტს კოკა ყანდიაშვილის გადაცემაში მონაწილე სტუდენტების სია დროულად იქნეს მიწოდებული ტელეკომპანიისათვის.

ამავე თემაზე
დღის ამბები