03 ოქტომბერი 2024,   13:09
ვრცლად
სტუდენტები და საყდრისის კომიტეტის წევრები დღეს კანცელარიასთან შეიკრიბებიან

საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები და სტუდენტები დღეს აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან და კულტურის სამინისტროსთან ისევ განაახლებენ. არ არის გამორიცხული, საპროტესტო გამოსვლები ბიძინა ივანიშვილის სახლთანაც გაიმართოს.

აქციის მონაწილეები აქვე ეხმაურებიან კომპანია არ-ემ-ჯის თანამშრომელთა გამოსვლას და ამბობენ, რომ ისინი პირადად არავის წინაღმდეგ არ არიან - მთავარი მიზანი სამუშაოების შეჩერება და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაა.

გუშინ „არემჯი გოლდის” თანამშრომლებმა აქცია გამართეს. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიამ ოქროს მოპოვების ლიცენზიის გაგრძელება ვერ მოახერხა, ეს მუშაობის შეჩერებას და თანამშრომლების უმრავლესობის დათხოვნას გამოიწვევს. ამ მიმართულებით მათ პრეზიდენტის განცხადებაც გააკრიტიკეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები