03 ოქტომბერი 2024,   13:07
ვრცლად
პეტიცია საყდრისის გადასარჩენად - საია დღეს პარლამენტს მიმართავს

საყდრისი-ყაჩაღიანის საკითხზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დღეს პარლამენტს პეტიციას წარუდგენს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ობიექტის განადგურების საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას. პეტიციას ორი ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ თუ დადასტურდება, რომ საბადოზე სამუშაოები სასამართლოს განაჩენის გარეშე გაგრძელდა - ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია, რითაც სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ.
საია საკანონმდებლო ორგანოში მისვლას 3 საათისთვის აპირებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები