03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
პოლიციელებმა ახალგაზრდა ქალი დახრჩობას გადაარჩინეს

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ახალგაზრდა ქალი გადაარჩინა. თვითმკვლელობის მიზნით, 38 წლის ქალი რუსთავში მდინარე მტკვარში გადახტა. შემთხვევას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შეესწრნენ.

ოცეულის მეთაური ლევან ჯაიანი და მისი მეწყვილე ირაკლი აზმაიფარაშვილი არ დაელოდნენ სამაშველო სამსახურის მისვლას, მდინარეში შეცურეს და ქალი წყლიდან უვნებლად გამოიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდართან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები