03 ოქტომბერი 2024,   13:12
ვრცლად
საია დღეს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) დღეს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. კახა კოჟორიძეს უფლებამოსილების ვადა უკვე ამოეწურა.

ჯერ უცნობია, რამდენი კანდიდატი იქნება წარდგენილი ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტზე. თუმცა კანდიდატები აუცილებლად საია-ს წევრები უნდა იყონ. კანდიდატურებს საია-ს გამგეობა დაასახელებს, რომელიც 21-ი წევრისგან შედგება.

კახა კოჟორიძეს თავმჯდომარის თანამდებობა ორი წლის ვადით ეკავა. მისი თქმით, ის წლევანდელ არჩევნებში მონაწილეობას აღარ აპირებს. კოჟორიძე საქმიანობას კვლავ სამოქალაქო სექტორში განაგრძობს, თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან ამ ეტაპზე ის თავს იკავებს.  

ამავე თემაზე
დღის ამბები