03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
თბილისში "ყაზტრანსგაზის" ცხელი ხაზი ამოქმედდა

„ყაზტრანსგაზ თბილისში“ ცხელი ხაზი ამოქმედდა. მოქალაქეებს შეუძლიათ 2 40 40 04-ზე დარეკვის შემთხვევაში მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით.

კომპანიას დღეს ენერგეტიკის მინისტრი ესტუმრა. კახა კალაძე ცხელი ხაზის სამსახურის მუშაობას გაეცნო.

„მნიშვნელოვანი ობიექტია, რადგან მოსახლეობას, ვინც სარგებლოს თბილისში ბუნებრივი აირით, ჰქონდეთ კომფორტული პირობები. თუ რაიმე ინფორმაციის მიღება აინტერესებთ, მნიშვნელოვანია მოქმედებდეს ცხელი ხაზი გამართულად და ნებისმიერ კითხვაზე იქნეს კვალიფიციური პასუხი გაცემული,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები