03 ოქტომბერი 2024,   13:08
ვრცლად
ქუთაისში ბიუჯეტი დაწვეს [ფოტო-ვიდეო]

ქუთაისის საკრებულოს მიერ მიღებული ბიუჯეტი ოპოზიციური პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ დაწვა. პოლიტიკოსი ამბობს, რომ ხელისუფლება ქალაქის „გაცამტვერებას, დაწვას და დანგრევას გეგმავს".

წულაიამ დღეს ჟურნალისტები საგანგებო პრესკონფერენციაზე ქუთაისის მერიასთან დაიბარა, სადაც პოლიტიკოსმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ქუთაისის მთავარი საფინანსო დოკუმენტი რის შემდეგაც ბიუჯეტის პროექტი დაწვა.

„თქვენ გინდათ ეს ქალაქი დაანგრიოთ და დაფერფლოთ. აი, თუ მასეა, მე, აი, თქვენს მიერ მიღებულ ბიუჯეტს დავწვავ და დავფერფლავ. ამ ფურცლებს არ დავყრია აქ, ფერფლი დაცვივდება ძირს და თუ დამიწერენ ადმინისტრაციულ ჯარიმას ჯანდაბას დამიწერონ ოღონდ ეს დაიწვეს,“ - განაცხადა გოგი წულაიამ. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები