03 ოქტომბერი 2024,   13:13
ვრცლად
"ნუ დაგვტოვებთ უმუშევრებს," - აქცია პრეზიდენტის სასახლესთან [ფოტო]

ამ წუთებში ხმაურიანი აქცია მიმდინარეობს პრეზიდენტის რეზიდენციასთან. ბოლნისიდან  ჩამოსული "არემჯი გოლდიის" თანამშრომლები გიორგი მარგველაშვილს აკრიტიკებენ.

აქციის მონაწილეების გაღიზიანება საქართველოს პრეზიდენტის იმ განცხადებას უკავშირდება, სადაც გიორგი მარგველაშვილი "არემჯი გოლდისთვის" ლიცენზიის შეჩერებას მოითხოვს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას ლიცენზია გაუუქმდება, ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩება.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ მთავრობა კომპანიას ლიცენზიას შეუჩერებს, მანამდე მათ ალტერნატიული სამსახური შესთავაზონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პერმანენტული საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან. 

"საყდრისი არ უნდა გაჩერდეს," - აქცია ამ ლოზუნგით მთავრობის კანცელარიასთან გრძელდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები