03 ოქტომბერი 2024,   13:08
ვრცლად
ბანკი, სადაც 2015-2019 წლებში პენსიები გაიცემა, ცნობილია

2015 - 2019 წლებში პენსიები და სხვა სახელმწიფო გასაცემლები კვლავ ლიბერთი-ბანკის ფილიალების მეშვეობით დარიგდება. დღეს სოციალური მომსახურების სააგენტოსა და „ლიბერთი ბანკს” შორის ხელშეკრულება ფორმდება, რომლის საფუძველზეც ბანკი მომავალი წლის იანვრიდან კვლავ გასცემს ასაკობრივ პენსიას, დევნილთა შემწეობას და სხვა სახელმწიფო გასაცემლებს.  

„ლიბერთი ბანკი” მზადაა 5 მილიონი ლარი დახარჯოს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე წლის განმავლობაში, რათა სერვისი უფრო ხელმისაწვდომი და კომფორტული გახდეს. სულ 5 წლის განმავლობაში ამ მიზნებისთვის 25 მლნ ლარი დაიხარჯება.

ბანკი ასევე იღებს ვალდებულებას 5 წლის განმავლობაში დამატებით 4 მილიონი ლარი გაიღოს სხვადასხვა სახის აქტივობაში.

შეგახსენებთ, რომ „ლიბერთი” ერთადერთი ბანკი იყო, რომელმაც სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ საბანკო კონკურსში მიიღო მონაწილეობა. კონკურსი 14 ნოემბერს შედგა და საკონკურსო კომისიამ „ლიბერთი ბანკის” მიერ წარმოდგენილი წინადადებები დასაშვებად მიიჩნია.

ბანკი ბოლო 10 წლის განმავლობაშიც ეწეოდა ამ მომსახურებას. 

ამავე თემაზე
დღის ამბები