03 ოქტომბერი 2024,   13:16
ვრცლად
თბილისში მოქალაქე თხრილში ჩავარდა და გარდაიცვალა

თბილისში ბურძგლას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მოქალაქე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული მოქალაქე გზის იმავე კომპანიაში იყო დასაქმებული, რომელიც სავალი ნაწილის რეაბილიტაციაზე მუშაობდა.  

გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს თბილისის მერი დავით ნარმანია. მისი თქმით, თბილისის მერია სრულად გაწევს იმ ხარჯებს, რომელიც დაკავშირებული იქნება სარიტუალო მომსახურებასთან.

"საგზაო სამუშაოების დროს სამწუხარო ფაქტი მოხდა. კონტრაქტორი კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი დაიღუპა. მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. ცუდი ფაქტი მოხდა. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ყოველთვის ფხიზლად იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც მუშაობენ, რათა მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდეს," - განაცხადა ნარმანიამ.

დღის ამბები