03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
კოკა ყანდიაშვილი ნინო ჟიჟილაშვილს რეიტინგს უწუნებს

 „ამ სისულელეების ლაპარაკს სჯობს, საკუთარ რეიტინგში ჩაიხედონ, რა რეიტინგი ჰქონდა მათ პროექტებს,“ - ასე პასუხობს მაესტროდან წამოსულ ჟურნალისტებს კანცელარიის მაღალჩინოსანი კოკა ყანდიაშვილი.

იგი აცხადებს, რომ "ბოლო ერთი წლის განმავლობაში "მაესტროს" რეიტინგმა დაიწია, მათ შორის ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემის რეიტინგმაც, რომელმაც, ყანდიაშვილის თქმით, „დაკარგა მაყურებელი.“

როგორც ყანდიაშვილი განმარტავს, "მაესტროზე" რეორგანიზაციის გამოცხადების მიზეზი სწორედ დაბალი რეიტინგი გახდა.

მთავრობის კანცელარიის მაღალჩინოსანი საკუთარ გეგმებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ „მიზანმიმართულად მიჰყვება გეგმას და, თუ გადაწყვეტს ტელეკომპანია „მაესტროზე“ წასვლას, ძალიან კარგ ტელევიზიას გააკეთებს“.

თავად ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, ბაია გადაბაძე, უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კოკა ყანდიაშვილი „მაესტროს“ მენეჯმენტში იყო ჩართული და აცხადებს, რომ მასთან კონსულტაციები მხოლოდ საეთერო ბადესთან და ე.წ. პრომოუშენთან დაკავშირებით მიმდინარეობდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები