03 ოქტომბერი 2024,   13:13
ვრცლად
ჩხუბი პარლამენტში

"მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა პარლამენტში დამოუკიდებელი ტელეკომპანიების ხელმძღვანელებსა და დეპუტატებს შორის ჩხუბის მიზეზი გახდა. 

პროექტის განხილვა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გაიმართა, სადაც მონაწილეობას ტელეკომპანიების წარმომადგენლებიც იღებდნენ. 

ჩხუბი დეპუტატსა და ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გენერალურ დირექტორს შორის დაიწყო. მიზეზი დეპუტატის მიერ გაკეთებული განცხადება გახდა. ამასთან. გია ჟორჟოლიანმა ნიკა გვარამიას გამოსვლა უხეში ფორმებით შეაწყვეტინა.

მანამდე კომიტეტზე კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობდნენ. კერძოდ, დეპუტატები და ტელეკომპანიის წარმომადგენლები მარეგულირებელი კომისიის ინიციატივას განიხილავდნენ, რომლის მიხედვითაც "საზოგადოებრივ მაუწყებელს" ბიუჯეტიდან დაფინანსების მიუხედავად, სპონსორების მოძიების საშუალებაც ექნება. სწორედ ამ ნორმის ამოღებას ითხოვდნენ კერძო კომპანიების წარმომადგენლები. თუმცა, კომიტეტმა მოთხოვნა არ გაიზიარა.

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, რეკლამა კერძო ტელეკომპანიებში ერთ საათში 20%-ს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო 2019 წლიდან ის 15%-ით უნდა განისაზღვროს. ასევე იცვლება სპონსორის განსაზღვრება და მათ მიერ დაფინანსებული პროგრამები და ანონსები საათში 5%-ზე მეტი ვეღარ იქნება.

კერძო კომპანიების შეთავაზებით, ცვლილება 3 წლიან გარდამავალ პერიოდში უნდა ამოქმედდეს, რადგან მომავალი წლის სარეკლამო ბიუჯეტები თითქმის ყველა კომპანიაში უკვე დაგეგმილია. კანონის მიღების შემთხვევაში კი ტელევიზიების შემოსავლები მნიშვნელოვნად დაიკლებს, რეკლამის ფასი კი 40%-ით გაიზრდება.

კანონის მოსალოდნელ შედეგებზე ინფორმაცია დღეს არც მარეგულირებელ კომისიაში უარყვეს.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები