03 ოქტომბერი 2024,   13:07
ვრცლად
უკავშირდება თუ არა მაესტროზე დაწყებული რეორგანიზაცია იდეოლოგიის ცვლილებას

"მაესტროში" განვითარებული მოვლენები უკვე გსაცდა მედიასივრცეს და მწვავე პოლიტიკური განცხადებების საფუძველი გახდა.

ხელისუფლება ირწმუნება, რომ 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში მედიის თავისუფლებას საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, "მაესტროს" მაგალითზე თავად უმრავლესობაშიც ვარაუდობენ, რომ არხზე დაწყებული რეორგანიზაცია არა ფორმატის ან რეიტინგისთვის ბრძოლას, არამედ იდეოლოგიის ცვლილებას უკავშირდება.

"რესპუბლიკელები" დღეს ღიად ალაპარაკდნენ პროდასავლური იდეოლოგიის შეცვლაზე. ამის შესახებ ლევან ბერძენიშვილმა ისაუბრა.

"მაესტროს" რეორგანიზაციის უკან რუსულ კვალს და ხელისუფლების ინტერესს ხედავს „ნაციონალური მოძრაობა.“

რუსული ინტერესების თემაზე ხელისუფლებისგან განმარტებებს ითხოვენ „თავისუფალი დემოკრატებიც.“

ამავე თემაზე
დღის ამბები