03 ოქტომბერი 2024,   13:16
ვრცლად
რეორგანიზაცია "მაესტროზე" და ჟურნალისტები, რომლებმაც წასული კადრები ჩაანაცვლეს

ტელეკომპანია „მაესტროში“ დღეს უკვე ახალი ჟურნალისტები მივიდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ საინფორმაციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის გარანტია მიიღეს.

მათ მისვლამდე კი  „მაესტროს“ ყოფილმა ჟურნალისტებმა ის წერილი გაასაჯაროვეს, რომელიც „რუსთავი2“-მა გუშინ მოიპოვა.

არხის ყოფილმა თანამშრომლებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, სადაც ტელეკომპანიიდან წასვლის მიზეზები კიდევ ერთხელ განმარტეს. ჟურნალისტები აცხადებენ, რომ კოკა ყანდიაშვილი ტელევიზიის მართვაში მონაწილეობდა.

თავად არხის ხელმძღვანელი, ბაია გადაბაძე, მენეჯმენტში კოკა ყანდიაშვილის მონაწილეობას არ ადასტურებს. თუმცა, ამბობს, რომ კანცელარიის თანამშრომელთან კონსულტაციებს რამდენიმე საკითხზე გადიოდა.

კოკა ყანდიაშვილი ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ განცხადებას სისულელეს უწოდებს და მათ მიერ მომზადებული გადაცემების რეიტინგს იწუნებს. ყანდიაშვილის თქმით, არხის რეორგანიზაციის მიზეზი სწორედ დაბალი რეიტინგი გახდა.

"მაესტროში" მიმდინარე პროცესებზე ინფორმაცი არა აქვს „მაესტროს“ ერთ-ერთ მეწილეს, გია გაჩეჩილაძეს.

"უცნობის" განცხადებით, ის 25%-იანი წილის დათმობას არ აპირებას. როგორც ცნობილია, გუშინ არხის სხვა მეწილეებმა კუთვნილი წილის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთეს. თუმცა, ამის მიზეზი არცერთ მათგანს არ განუმარტავს.

შეგახსენებთ, რომ კოტე გოგელიამ სამსახურიდან გაათავისუფლა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი და გენერალური დირექტორის მოადგილე, ნინო ჟიჟილაშვილი. ამის მიზეზად ჟურნალისტებმა არხის ახალი სტრატეგია დაასახელეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები