03 ოქტომბერი 2024,   13:07
ვრცლად
საყდრისის მცველები დედაქალაქში „RMG-გოლდის“ თანამშრომლებმა ჩაანაცვლეს

საყდრისის მცველები დედაქალაქში „RMG-გოლდის“ თანამშრომლებმა ჩაანაცვლეს. კომპანიის ათეულობით წარმომადგენელი ჯერ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, შემდეგ კი მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბა სამუშაო ადგილების შენარჩუნების მოთხოვნით.

„RMG-გოლდის“ თანამშრომლებმა მთავრობისგან მიიღეს დაპირება, რომ საკითხი დეტალურად იქნება შესწავლილი. ამ პირობის შემდეგ აქცია დაიშალა.

საყდრისის გადარჩენის კომიტეტს დღეს აქციები არ გაუმართავს, თუმცა მათი სარჩელი საბადოზე სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით სასამართლოში შევიდა. დამცველთა მეორე ნაწილი კი საყდრისისთვის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს

ამავე თემაზე
დღის ამბები