03 ოქტომბერი 2024,   13:09
ვრცლად
უჩა ნანუაშვილს საპატიმროების მონიტორინგის ჯგუფზე ზეწოლაში ადანაშაულებენ

პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის ჯგუფი ათამდე უფლება დამცველმა დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზად ისინი ციხეებში მონიტორინგის განხორციელების არათანაბარ პირობებს ასახელებენ და ომბუდსმენს მათ შეზღუდვაში ადანაშაულებენ.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრებმა მონიტორინგის ჯგუფის დატოვების გადაწყვეტილება უჩა ნანუაშვილთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ მიიღეს. მათი ინფორმაციით, შეხვედრისას სახლახო დამცველმა მასთან შეუთანხმებლად ჯგუფის წევრებს ინფორმაციის გავრცელება აუკრძლა.

სახალხო დამცველი ბრალდებებს არ პასუხობს. პრეტენზიების კიდევ ერთი ადრესატი, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ხელმძღვანელი, კი აცხადებს, რომ მის დაქვემდებარებულ სამსახურში გადაცდომები არასდროს ყოფილა.

ექსპერტთა ნაწილი, რომელიც ჯგუფში რჩება, თვლის, რომ მექანიზმი დასახვეწია და ხარვეზები არსებობს. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ომბუდსმენის დაქვემდებარებაში არსებული მონიტორინგის ჯგუფი ეფექტურად მუშაობს.

საპატიმროებში მონიტორინგის უფლება კანონმდებლობით მხოლოდ სახალხო დამცველის ოფისს აქვს. მათ მონიტორინგში დამოუკიდებელი ექსპერტებიც მონაწილეობენ. თუმცა, ნებისმიერ მათგანს ციხეში შესვლის უფლება და ინფორმაციის გასაჯაროება მხოლოდ უჩა ნანუაშვილის ნებართვით ეძლევა.

უფლებადამცველები ითხოვენ, რომ ციხეებზე კონტროლი ერთპიროვნულად მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატს არ უნდა ჰქონდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები