03 ოქტომბერი 2024,   13:07
ვრცლად
საახალწლო სამზადისი რეგიონებში

გურჯაანში ქუჩების განათება ადგილობრივ ხელისუფლებას 1200 ლარი დაუჯდა. ლაგოდეხში უკვე დადგმულია ნაძვის ხე. საახალწლო ილუმინაციების მოწყობა დაწყებულია სიღნაღშიც, თუმცა სიყვარულის ქალაქში ჯერ ნაძვის ხე არ დგას.

გორელებს ახალ წელს ადგილობრივი და სხვა ქალაქებიდან ჩასული ცნობილი ქართველი მუსიკოსები მიულოცავენ.  

წელს ნაძვის ხისთვის საკმარისი თანხა არ გამოიძებნა ქარელის ბიუჯეტში, რის გამოც 2015 წელს მოსახლეობა ნაძვის ხის გარეშე შეხვდება.  

ამავე თემაზე
დღის ამბები