03 ოქტომბერი 2024,   13:14
ვრცლად
საახალწლო გალა კონცერტი და იმედგაცრუებული მომღერლები

ცნობილი მომღერლები ქართულ და უცხოენოვან საახალწლო სიმღერებს ბიგ ბენდთან ერთად საახალწლო გალა კონცერტს გამართავენ. თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში სულ 27 სოლისტი და 4 ბენდი მოხვდა.

ცნობილმა არტისტებმა გალა კონცერტის ძირითად შემადგენლობაში საკუთარი სახელები ვერ ამოიკითხეს. თუმცა, მერიის მიერ დამტკიცებული შემოქმედებითი ჯგუფის არჩევანი, როგორც კონცერტის მონაწილეები განმარტავენ, რეპერტუარს უკავშირდება.

ქართული პროგრამის პარალელურად მეორე სცენა უცხოელი არტისტებისთვის მზადდება. გრუვ სონიქსი და პაროვ სტელარის ბენდი საახალწლო კონცერტის მთავარი სტუმრები არიან.

ის ვინც თბილისის ვერც ერთ სცენაზე ვერ მოხვდა, კულტურის სამინისტროს მიერ რეგიონებისთვის მომზადებულ საახალწლო კონცერტში ჩართვის შეთავაზება მიიღო.

სულ საქართველოს მასშტაბით 11 დიდ ქალაქში 400-ზე მეტი მომღერალი იმღერებს. 2 ათას ლარიანი ჰონორარის და საკონცერტო ხარჯების ჯამი დაახლოებით 500 ათას ლარს აღწევს.

მერია საახალწლო ღონისძიებების დაწყებას 25 დეკემბრიდან გეგმავს. კონცერტები და საახალწლო ბაზრობა ქალაქში 7 იანვრამდე გაგრძელდება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები