03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
მუსიკოსების აქცია საყდრისის სამუშაოებისა და რაჭაში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ

აქცია გამართა საყდრისის თემაზე მუსიკოსთა ნაწილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან. ისინი საბადოს განადგურებას, მიმდინარე სამუშაოებს და რაჭაში ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ.

„მწვანე დღეების” აქციებს მუსიკოსები სისტემატურად მართავენ და დღესაც აპირებენ შეკრებას. ისინი პროტესტს მუსიკით და თეატრალური წარმოდგენებით გამოხატავენ.

საყდრისის გადარჩენის კომიტეტს მხარდაჭერას უცხადებენ მწერლები. მათ გუშინ საღამოს შეხვედრაც გამართეს. მწერლები უახლოეს დღეებში აპირებენ ღია წერილით მიმართონ მთავრობას.

ამავე თემაზე
დღის ამბები