03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
ვინ იქნება 2014 წლის საუკეთესო პოლიტიკოსი და ჟურნალისტი?

გასული წლების მსგავსად, დღეს 2014 წლის ოქროს პერგამენტით დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. დღეს გახდება ცნობილი, თუ ვინ გახდება საქართველოს წლის ადამიანი. ასევე დღეს გავიცნობთ გამოკითხვის შედეგად გამარჯვებულ საუკეთესო პოლიტიკოსს, უფლებადამცველს, ბიზნესმენს, ხელოვანს, ჟურნალისტსა და სპორტსმენს.

დღეს გახდება ცნობილი ასევე ცნობილი მოქალაქეების აზრი წლის პროექტთან დაკავშირებით და დასახელდებიან საუკეთესო ქართული და უცხოური კომპანიები.

გასული წლის საუკეთესო ჟურნალისტი „რუსთავი 2-ის” ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია გახდა. 

დაჯილდოების ცერემონია კაზინო "შანგრილაში" გაიმართება. 

დღის ამბები