03 ოქტომბერი 2024,   13:14
ვრცლად
ევროპის მოედანზე საახალწლოდ სამი სცენა დაიდგმება

საახალწლო სამზადისი გრძელდება თბილისში. ევროპის მოედანზე მონტაჟდება სცენები ქართველი და უცხოელი მომღერლებისთვის. დედაქალაქის მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში 27 მომღერალი და 4 ბენდი მიიღებს მონაწილეობას. საახალწლო კონცერტის მთავარი სტუმრები კი გრუვ სონიქსი და პაროვ სტელარის ბენდი იქნებიან.

დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბრიდან დაიწყება. გალა-კონცერტი კი 31 დეკემბერს ევროპის მოედანზე გაიმართება, რომელიც საღამოს ათის ნახევრიდან დაიწყება და ღამის სამ საათამდე გაგრძელდება. რიყეზე მისულებს ასევე შეეძლებათ ისარგებლონ ყინულის მოედნით. აქვე გაიხსნება ჯიხურები, სადაც საახალწლო ნობათი გაიყიდება.

საახალწლო ბაზრობა ქალაქში 7 იანვრამდე გაგრძელდება. საახალწლო კონცერტები, თბილისის გარდა, კიდევ 10 ქალაქში გაიმართება.

ერთი თოვლის ბაბუა რიყის პარკში, მეორე კი მთაწმინდის პარკში დაიდებს ბინას და იქ დახვდება ბავშვებს საჩუქრებით.  

ამავე თემაზე
დღის ამბები