03 ოქტომბერი 2024,   13:16
ვრცლად
როგორ შეძლებთ ოპერაციებისა და მედიკამენტების დაფინანსებაზე საგარანტიო წერილის მიღებას მარტივად?

ჯანდაცვის სფეროში მომსახურება მარტივდება. დასაფინანსებლად საჭირო საგარანტიო ფურცლის ასაღებად ბენეფიციარებს საყოველთაო ჯანდაცვის სერვის-ცენტრებში მისვლა და რიგში დგომა აღარ მოუწევთ.

ოპერაციებისა და მედიკამენტების დაფინანსებაზე ე.წ. საგარანტიო წერილი ელექტრონული ფორმის იქნება, რაც მომსახურებას უფრო ხელმისაწვდომს ხდის. გამარტივებული პროცედურით სარგებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა კლინიკაში იქნება შესაძლებელი. პარალელურად, კვლავ იმოქმედებს სერვისცენტრები მათთვის, ვისაც არ შეუძლია ამ დამატებითი სერვისით სარგებლობა.

ბენეფიციარი მოკლე ტექსტური შეტყობინებით უნიკალურ კოდს მიიღებს, რომლის კლინიკაში წარდგენის შემდეგაც კლინიკა საგარანტიო წერილს სისტემაში დაინახავს. გამარტივებული პროცედურით სარგებლობა უკვე შეუძლიათ იმ ადამიანებს, რომელთაც ოპერაციის დაფინანსებაზე შეტყობინება 22 დეკემბერს მიუვიდათ. 

დღის ამბები