03 ოქტომბერი 2024,   13:12
ვრცლად
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარის გეგმები

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ახალი თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი დღეს ოფიციალურად წარადგინეს. რამდენიმე წუთის წინ კახა კოჟორიძე უკვე ყოფილი თავმჯდომარე, ჟურნალისტებს ახალ თავმჯდომარესთან ერთად შეხვდა.

ანა ანცვლიშვილი ასოციაციის რიგით მე-11 თავჯდომარეა. ის ორგანიზაციის ხელმძღვანელად გუშინ გამგეობის სხდომაზე აირჩიეს. მისი თქმით, საიას პრიორიტეტები უცვლელია და ორგანიზაცია კვლავ ყველაფერს გააკეთებს ადამიანის უფლებათა დასაცავად. ასევე საიას ახალმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ორგანიზაცია აქტიურად ჩაერთვება სახელმწიფოებრივ საქმიანობაში, რეფორმების შემუშავებაში. 

კახა კოჟორიძეს, რომელიც 2 წელი ხელმძღვანელობდა ორგანიზაციას, უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. მას ჯერ არ გადაუწყვეტია, სად გააგრძელებს მუშაობას, თუმცა კვლავ რჩება საიას გამგეობის წევრად.

ქუთაისის ფილიალში თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს გიორგი ჭიქაბერიძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები