03 ოქტომბერი 2024,   13:13
ვრცლად
40 ათასი ლარი - გაზიფიცირების სამუშაოები ნაძალადევის რაიონში

თბილისში, ასკურავას ქუჩის პირველ ნომერში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა. ამ მისამართზე 78 დევნილი და სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს და დღეიდან ისინი ბუნებრივი აირით სარგებლობას შეძლებენ.

გაზიფიცირების სამუშაოები ნაძალადევის გამგეობამ 40 ათასი ლარით დააფინანსა. სამუშაოების დასრულება მოსახლეობას ენერგეტიკის მინისტრმა მიულოცა.

2014 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით, თბილისის მასშტაბით 400-ზე მეტი კომპაქტურად ჩასახლებული დევნილი და 100-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახია გაზიფიცირებული.

დღის ამბები