03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მინდია ჯანელიძის გადადგომას მოითხოვს

თავდაცვის მინისტრის, მინდია ჯანელიძის დაუყოვნებლივ გადადგომას "კლუბი პიკასო" მოითხოვს, რომელიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.

მისი წარმომადგენელები აცხადებენ, რომ  მინდია ჯანელიძე რუსეთის დავალებას ასრულებს და მან ყველა ჯარისკაცის ღირსება შელახა.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თავდაცვის მინისტრისგან საჯარო ბოდიშის მოხდა და დაუყოვნებელი გადადგომა მოითხოვეს და აღნიშნეს, რომ ყველა დავალება, რომელსაც ჯანელიძე ასრულებს, ბიძინა ივანიშვილისგან მოდის.

საკუთარი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ”კლუბი პიკასო” პერმანენტული აქციების ჩატარებით იმუქრება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები