03 ოქტომბერი 2024,   13:07
ვრცლად
”შეუძლებელია ქვეყნის განვითარება კულტურული მემკვიდრეობის გაწირვის ფასად,” - მარინე მიზანდარი

საყდრისის მცველები ხელისუფლებას კულტურის სფეროში არასწორი პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებენ.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მარინე მიზანდარი აცხადებს, რომ არ შეიძლება კულტურული მემკვიდრეობის და ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების დაპირისპირება.

„დღევანდელ ხელისუფლებას არა აქვს სწორი ხედვა კულტურის სფეროში, რომელიც ამ მიმართულებებს განიხილავს ერთმანეთის საპირისპიროდ. შეუძლებელია ქვეყნის განვითარება კულტურული მემკვიდრეობის გაწირვის ფასად,” - განაცხადა მიზანდარმა „კურიერთან” საუბრისას.

ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილის თქმით, „ჯერ მთავრობის გარკვეულმა წევრებმა ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული, შემდეგ შეცდომები დაუშვეს სამარცხვინო განცხადებებით და მთქმელიც არავინ არ ჰყავთ, რომ ასე არ შეიძლება.”

დღესვე კომენტარი გააკეთა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და განაცხადა, რომ საყდრისიდან არტეფაქტებს სპეციალისტების მეთვალყურეობით შემდგომი კვლევებისთვის დაცულ სივრცეში გადაიტანენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები