03 ოქტომბერი 2024,   13:16
ვრცლად
ზაზა სიორიძე ყოფილ სიძეს ნახევარ მილიონ დოლარს არ უბრუნებს

დავით სპარსიაშვილი გამოძიებას იმის გარკვევას სთხოვს, როგორ მოიხსნა აუქციონიდან გასაყიდი ბინა, საიდანაც ბიზნესმენს გასესხებული თანხა უნდა მიეღო. დავა საქმიან პარტნიორებს შორის რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

სპარსიაშვილი ყოფილ სიმამრს ასევე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. უკვე რამდენიმე თვეა, პასუხგაუცემელია შეკითხვა, რატომ არა არიან დაკავებული ის პირები, ვინც ბიზნესმენს ქალაქის ცენტრში გაუსწორდა, სადაც რამდენიმე სათვალთვალო კამერა დგას.

მომხდარი ფაქტიდან 7 თვეზე მეტია გასული. თუმცა, გამოძიებას მომხდარზე პასუხები არ აქვს. ბიზნესმენის ყოფილი სიმამამრი, ზაზა სიორიძეც, კომენტარს არ აკეთებს. დავით საპრსიაშვილი კი ამტკიცებს, რომ ზაზა სიორიძეს მისი მეგობარი, ვანო ჩხარტიშვილი, მფარველობს და ის ნახევარი მილიონი დოლარის ვალის დაბრუნებას არ აპირებს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები