03 ოქტომბერი 2024,   13:10
ვრცლად
ქედის მაჟორიტარს ადგილობრივები უპირისპირდებიან

ქედის მაჟორიტარს ადგილობრივები უპირისპირდებიან. ისინი ამბობენ, რომ სტიქიით დაზარალებულ რეგიონში კომპენსაციები შერჩევით დარიგდა და ამაში მაჟორიტარს, იაშა შერვაშიძეს ადანაშაულებენ. 

დეპუტატი კი კოკოტაურის მცხოვრებლების ბრალდებებს უარყოფს, თუმცა დამატებით განმარტებებს არ აკეთებს.

სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობა კომპენსაციას ითხოვს. მათი თქმით, დაზარალებული სოფლები არათანაბარ პირობებში არიან და მაჟორიტარი დეპუტატის ჩარევით მეზობელ დასახლებაში მცხოვრებმა ოჯახებმა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დახმარება უკვე მიიღეს.

იაშა შერვაშიძე, ქედის რაიონის მაჟორიტარი, მსგავს ბრალდებებს უარყოფს. მეზობელი სოფლების მაცხოვრებლები, სადაც კომპენსაციები დარიგდა მაჟორიტარი დეპუტატის მონაწილეობაზე ღიად საუბრობენ.

სოფელ კოკოტაურში თითოეული ოჯახი 500 კილოდან 3 ტონამდე ყურძენს იღებდა. ვენახების გარდა განადგურდა ბოსტნეული და ხეხილიც. სოფელი მოსავლის გარეშე დარჩა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები