03 ოქტომბერი 2024,   13:18
ვრცლად
წმინდა სინოდი სამწუხაროს უწოდებს აფხაზეთსა და ცხინვალთან დადებულ ხელშეკრულებას

წმინდა სინოდი სამწუხაროს უწოდებს აფხაზეთსა და ცხინვალთან დადებულ ხელშეკრულებას.

ამის შესახებ ნათქვამია წმინდა სინოდის მიერ მიღებულ სხდომის ოქმში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ყოველთვის იყო და არის ეკლესიის იურისდიქციაში, რასაც აღიარებს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის რუსეთის საპატრიარქოც.

სინოდის მიერ მიღებულ ოქმში აღნიშნულია, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მუდამ საქართველოს ტერიტორიები იყო. თუმცა დროებით მას ჩვენი ხელისუფლება ვერ აკონტროლებს.

"ფრიად სამწუხაროა და არაკანონიერი ამ რეგიონებთან მიმართებით რუსეთის მიერ ბოლო დროს დადებული ე.წ. ხელშეკრულებები. იმედი გამოითქვა, რომ ღვთის მოწყალებით და საერთაშორისო საზოგადოების აზრის გათვალისწინებით გადაიდგმება რეალური ნაბიჯები, რაც შესაძლებელს გახდის ასი ათასობით დევნილის მამა-პაპისეულ სახლებში დაბრუბებას და აღნიშნულ ტერიტორიებზე საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენას," - ნათქვამია სონოდის სხდომის ოქმში.

საპატრიარქოში სინოდის მორიგი სხდომა გუშინ გაიმართა. წმინდა სინოდმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ იმსჯელა. 

დღის ამბები