03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
ილია მეორის აღსაყდრებიდან 37 წელი შესრულდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დღეს ინტრონიზაციის 37-ე წელი შეუსრულდა. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სპეციალური ღვთისმსახურება ჩატარდება. თავად ილია მეორე
საღმრთო ლიტურგიას დილის ათი საათისთვის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩაატარებს.
მსურველებს საპატრაირქოდან ცხრის ნახევარზე მცხეთის მიმართულებით უფასო ავტობუსები მოემსახურება. სწორედ სვეტიცხოვლში მოხდა 1977 წლის 25 დეკემბერს უწმინდესის ინტრონიზაცია და მას სახელად ილია მეორე ეწოდა. პატრიარქის აღსაყდრებისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვაზე დასწრებას გეგმავს პრემიერი.
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო. დღეისთვის სულ 46 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი 48 მღვდელმთავარი. გაიზარდა მონასტრების, სასულიერო პირებისა და ტაძრების რაოდენობა.

დღის ამბები