03 ოქტომბერი 2024,   13:16
ვრცლად
დღეს შობის დღესასწაულს აღნიშნავენ

ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი დღეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. მთავარი სადღესასწაულო ღონისძებები ბეთლემსა და ვატიკანში იმართება. საშობაო მესას ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში რომის პაპი ჩაატარებს და ტრადიციულად მორწმუნეებს მიმართავს. ბეთლემში, შობის სახელობის ეკლესიაში შეკრებილი კათოლიკეების წინაშე კი იერუსალიმის პატრიარქი წარსდგენა. 
შობას ზეიმობენ საქართველოშიც. თბილისში მდებარე კათოლიკურ ეკლესიაში საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები იკრიბებიან და სადღესასწაულო წირვა-ლოცვას ესწრებიან.
უფლის შობის დღედ 25 დეკემბერი ითვლება მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის. თუმცა, იმის გამო, რომ მართლმადიდებელი ეკლესია გრიგორიანული კალენდრით მოქმედებს, შობის დღესასწაული 7 იანვარს ემთხვევა.

დღის ამბები