03 ოქტომბერი 2024,   13:16
ვრცლად
დღეს შობას აღნიშნავენ

ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი დღეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო მესა ტრადიციულად რომში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გაიმართა, რომელსაც პაპი ფრანცისკე უძღვებოდა.

საეკლესიო მსახურებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საგანგებოდ რომში ჩასული ათი ბავშვი მონაწილეობდა, რომლებმაც ყრმა იესოს ქანდაკება ყვავილებით შეამკეს.

მათთვის, ვინც წმინდა პეტრეს ბაზილიკაში შესვლა ვერ მოახერხა, გარეთ დიდი ეკრანი იყო დამონტაჟებული. პაპის სადღესასწაულო მიმართვას ათი ათასობით მორწმუნე უსმენდა.

პილიგრიმები შეიკრიბნენ ქრისტეს დაბადების ადგილზე ბეთლემში, მაცხოვრის შობის ტაძარში. აქ წელსაც ტრადიციულად მივიდა პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი.

ბეთლემში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ტურისტები შობას მთელი ღამის განმავლობაში აღნიშნავდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები