03 ოქტომბერი 2024,   13:16
ვრცლად
საია კულტურის სამინისტროს საჩივრით დღეს მეორედ მიმართავს

საყდრისის საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარედ დარეგისტრირების მოთხოვნით საია დღეს კულტურის სამინისტროს ხელახლა მიმართავს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ანალოგიურ მოთხოვნაზე რამდენიმე დღის წინ მათ უარი მიიღეს. მიზეზად დოკუმენტში გამოვლენილი გარკვეული ხარვეზები დასახელდა.

როგორც საიას ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე აღნიშნავს, ისინი ითხოვენ იმ წესის აღსრულებას, რომელიც ადმინისტრაციულ კოდექსშია მითითებული და ითვალისწინებს  გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერებას საჩივრის შეტანის შემდეგ.

კოჟორიძემ ასევე ილაპარაკა საყდრისთან დაკავშირებულ პეტიციაზე, რომელიც ინგლისურ ენაზე დაიწერა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. მისი თქმით, დოკუმენტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები