03 ოქტომბერი 2024,   13:07
ვრცლად
პატრიარქის აღსაყდრების დღეს მოქალაქეებთან ერთად ტაძარში ხელისუფლების წარმომადგენლებიც აღნიშნავენ

ამ წუთებში სვეტიცხოველში პრემიერ-მინისტრს ელოდებიან. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაციიდან 37-ე წლისთავს აღნიშნავს.

საზეიმო წირვას ხელისუფლების წამრომადგენლებიც ესწრებიან. დღესვე აღინიშნება სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეც.

სვეტიცხოველში ლიტურგიაზე დასასწრებად მრევლი საქრათველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩავიდა.

შეგახსენებთ, რომ 1977 წლის 25 დეკემბერს სწორედ სვეტიცხოვლში მოხდა უწმინდესის ინტრონიზაცია და მას სახელად ილია მეორე ეწოდა.

პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო. დღეისთვის სულ 46 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი 48 მღვდელმთავარი. გაიზარდა მონასტრების, სასულიერო პირებისა და ტაძრების რაოდენობა.

ამავე თემაზე
დღის ამბები