03 ოქტომბერი 2024,   13:10
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" ჟურნალისტები გამარჯვებულებს შორის დასახელდნენ

"ჟურნალისტები ქალთა უფლებებისთვის," - ამ სახელწოდების კონკურსის გამარჯვებულები დღეს სახალხო დამცველმა დააჯილდოვა. მათ შორის არიან "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტები დავით ქაშიაშვილი და ელისო ჯარიაშვილი.

კუნკურსში პირველი ადგილი რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტმა ეკა ქევანიშვილმა მიიღო სტატიისთვის "ძალადობა, როგორც კულტურის ნაწილი". მეორე ადგილზე გავიდა "ნეტგაზეთზე" გამოქვეყნებული ია მერკვილაძე ბლოგი "უფულოები და უოთახოები". მესამე ადგილი კი წილად ხვდათ "ლიბერალის" ჟურნალისტებს სოფო აფციაურსა და თათია ხალიანს სტატიისთვის "ქალები ძალადობის უწყვეტ ციკლში". 

კონკურსის მიზანი იყო ქართულ მედიაში გენდერული თანასწორობის პრინციპების დამკვიდრება და ამ კუთხით არსებული პრობლემების გაშუქება.

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, კონკურსის ფარგლებში მნიშვნელობა ენიჭებოდა საკითხის აქტუალობას და ასევე იმ სტანდარტების გათვალისწინებას, რაც ჟურნალისტებს მსგავს თემებზე მუშაობისას მოეთხოვებათ.  

დღის ამბები