03 ოქტომბერი 2024,   13:10
ვრცლად
„რუსთავი 2 გაიმარჯვებს,” - ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახთან ერთად რიყეზე იმყოფებოდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დედაქალაქის მერთან ერთად საახალწლო სამზადისი დაათვალიერა.

ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესა და შვილებთან ერთად გასართობ ღონისძიებებსაც დაესწრო.

პრემიერ-მინისტრმა რიყეზე ნაძვის ხეების გამოფენაც დაათვალიერა. მან კონკურსში რუსთავი 2-ის მიერ მომზადებული ნაძვის ხე აღნიშნა.

„ვა, რა მაგარია! რუსთავი 2 აუცილებლად გაიმარჯვებს,” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ კი აღნიშნა, რომ ნაძვის ხე რუსთავი 2-მა კონკურსის ფარგლებში წარმოადგინა. გამარჯვებულ და ყველაზე კრეატიულ ნაძვის ხეს კი საზოგადოება გამოავლენს. 

დღის ამბები