03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
თბილისში მთავარი საახალწლო ნაძვის ხე განათდა [ფოტო]

რამდენიმე წუთის წინ თბილისში მთავარი საახალწლო ნაძვის ხე განათდა. გასული წლების მსგავსად მთავარი ნაძვის ხე პარლამენტის შენობასთანაა განთავსებული. 

ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ და თბილისის საკრებულოს თავჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა გაანათეს. ღონისძიებას სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 

მთავარ საახალწლო ნაძვის ხესთან მარხილებით მივიდნენ სანტა კლაუსი და თოვლის ბაბუაც და ბავშვებს დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცეს. 

ნაძვის ხის განათების შემდეგ თბილისის პარლამენტის შენობის წინ საზეიმო ღონისძიებები დაიწყო და ის ახლაც მიმდინარეობს. ასევე გაუშვეს ფოიერვერკი. 

ახალ 2015 წლამდე 6 დღეა დარჩენილი დღეს კი ქრისტიანთა ნაწილი შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები